LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Kawasaki მოტოციკლების ხელოვნური ინტელექტით აღჭურვას გეგმავს

52

იაპონური კომპანია Kawasaki მოტოციკლების ხელოვნური ინტელექტით აღჭურვას გეგმავს. ახალი მოდელი კოდური სახელით – Kanjo Engine იქნება წარმოდგენილი. აღნიშნული ტექნოლოგიის სერიული წარმოებაში აქტიურად გამოყენების შესახებ ჯერ-ჯერობით ცნობები არ ვრცელდება.

ხელოვნური ინტელექტის სისტემა რეაგირებს არამხოლოდ ხმოვალ ბრძანებებზე, არამედ ფიზიკურ მოძრაობებზე. კომპანია Kawasaki-ში ჯერ-ჯერობით საიდუმლოდ ტოვებენ კონკრეტულად თუ რა სახის ბრძანებების აღქმა მოხდება სისტემის მიერ.

მეორე იაპონური მწარმოებელი – Yamaha ასევე ჩართულია მსგავს სამუშაოებში და მათი წარმომადგენლობა აქტიურად მუშაობს სპეციალურ რობოტულ სისტემაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მოტომწარმოებლებს საკუთარი მოდელები ხელოვნური ინტელექტით აღჭურვონ. კომპანიაში თვლიან, რომ რობოტული სისტემის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი – ჩვეულებრივ ადამიანებსაც კი გაუწევს კონკურენციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები