ჩოგბურთელ სანდრო მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. მეტრეველის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
”სანდროს მოტეხილობები აქვს. მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განაცხადა ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე მეტრეველმა.
30 აგვისტოს, თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად სამი ახალგაზრდა მძიმედ დაშავდა. დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი მარკის ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა.
სამივე დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანა. ავტომობილს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების ყოფილი წევრი სანდრო მეტრეველი მართავდა.