ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელი თამაზ გაიაშვილი აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით შექმნილი მოლოდინი არ გამართლდა.
„რაც პირდაპირი რეისები დაფრინავს, 50%-იანი დატვირთვაც არ არის… მოლოდინი იყო, რომ ბევრი იქნებოდა – როგორც ქუხს, ისე არ წვიმს… ერთი-ორი თვე უნდა გავიდეს, შევხედოთ. [ფრენების სიხშირეზე] წინასწარ ლაპარაკი არაფრისმომცემია. ვერავინ ფლობს ინფორმაციას… ორი-სამი რეისია შესრულებული – 40%-იანი დატვირთვაა დაახლოებით… ჯერ არც კონკურენციაა, არც არაფერი, დგას ყველაფერი… არ ხდება ისე, როგორც ელოდებოდნენ. მე, მაგალითად, გათვლები არ მქონდა“, – განუცხადა გაიაშვილმა „რადიო თავისუფლებას“.
ქართულმა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა 20 მაისიდან დაიწყო.
წყარო: რადიო თავისუფლება