LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მე რეალობას ვერ ვიღებდი“ – ტინა ტერნერის უკანასკნელი პოსტი „ინსტაგრამზე“

158
page

მსოფლიო 8 „გრემის” მფლობელ არტისტს,  როკ-ენ-როლის დედოფლად წოდებულ, ტინა ტერნერს გლოვობს. ლეგენდარული მომღერალი 83 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ტინა უკანასკნელად საჯაროდ 2019 წელს, „ბროდვეის თეატრში“ გამოჩნდა, სადაც მისი ბიოგრაფიული ფილმის პრემიერა შედგა.

ლეგენდარული თინა ტერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

არტისტმა ბოლო პოსტი „ინსტაგრამზე“ 9 მარტს, გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, „თირკმლის საერთაშორისო დღეს“ გაავრცელა. ემოციურ მიმართვაში ვკითხულობთ:

„ჩემი თირკმლები, ჩემივე მსხვერპლია. მე მაღალი არტერიული წნევისთვის ტრადიციული მედიცინის მეთოდებით უნდა მემკურნალა, მე საკუთარი ჯანმრთელობა დიდი რისკის ქვეშ დავაყენე. მე იმ რეალობას ვერ ვიღებდი, რომ ყოველდღიურად მედიკამენტებით უნდა მემართა ჩემი დაავადება“, – განაცხადა ტინამ.

ცნობისთვის, რამდენიმე წლის წინ მას კუჭის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, მოგვიანებით მისმა მეუღლემ მას თირკმელი გადაუნერგა. ბოლო წლებში ტერნერს გადაადგილება უჭირდა.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tina Turner (@tinaturner)

 

 

View this post on Instagram

 

A post shared by Tina Turner (@tinaturner)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები