ქეთი წიკლაური ყოფილ მეუღლესთან, ცნობილ პოეტ დავით დეფი გოგიბედაშვილთან მტკივნეულ განშორებას იხსენებს, თუმცა ამბობს, რომ მისმა მშობლებმა ყოფილ სიძესთან კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეს:
„ოჯახის დაშლა ყოველთვის მტკივნეულია, არც მე გადამიტანია იოლად და ჩემმა მშობლებმაც განიცადეს. ჩემი მშობლებისგან უდიდესი მხარდაჭერა მქონდა, ამით გამიადვილეს, გადამელახა სიძნელეები. თქვენ იცით, ჩემი ძმის გიორგის გარდაცვალებით რა სიმწარეც ნახეს, ამიტომ მათ გვერდით ყოფნა ჩემი უპირველესი საზრუნავი იყო. ჩვენ ერთად გავზარდეთ ანდრია, რომელმაც ჩემი მშობლებისგან სიყვარული, სითბო და მშობლიური მზრუნველობა.
დედამ და მამამ ჩემს ყოფილ მეუღლესთან ბოლომდე კარგი ურთიერთობები შეინარჩუნეს… დავითი მართლა ძალიან ნიჭიერი და კარგი ადამიანია. ის ამერიკაში ცხოვრობს, ინგლისურ ენაზე წერს ლექსებს და აღიარებულია თავისი პოეზიით…“