LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჰოლივუდში მადრიდის რეალზე კინოს გადაიღებენ

33

ჰოლივუდში მადრიდის “რეალის“ შესახებ ფილმის გადაღებას აპირებენ.
The Mirror-ის ცნობით, კრიშტიანო რონალდო, ჯასტინ ბიბერი, კლინტ ისტვუდი და დევიდ ბექჰემი შესაძლოა „სამეფო კლუბის“ შესახებ ფილმის გადასაღებად გაერთიანდნენ.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კანადელი მომღერალი ბიბერი მთავარი როლის შესასრულებლად ბოლო მოლაპარაკებებს მართავს, სადაც მსოფლიო ფეხბურთის უამრავი ვარსკვლავიც მიიღებს მონაწილეობას.

ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით 100 მილიონ ფუნტს შეადგენს.

კინოგადაღებები 2017 წლის დასაწყისში იგეგმება. „რეალმა“ თანხმობა განაცხადა, გადაღებებისთვის „სანტიაგო ბერნაბეუს“ სტადიონი გამოიყენონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები