LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Mercedes-Benz ჩინელ პარტნიორებს აკრძალვებს უწესებს

42

კონცერნი – Daimler-ი, რომელიც კომპანია Mercedes-Benz-ის წარმომადგენელიცაა, ჩინელ პარტნიორებს, ძირითადში კი კომპანია BAIC-ს, უკრაძალავს გერმანული ავტომწარმოებლის ძველი E-Class-ის მოდელების შასის ახალ მოდელებში გამოყენებას. რომელ პლათფორმაში აპირებდა სამომავლოდ ჩინური კომპანია შასის განთავსებას, ჯერ-ჯერობით უცნობია.

პირველად, BAIC-ის მოდელი, რომელიც E-Class-ის პლათფორმაზე იქნება აგებული, 2018 წელს გამოვა. ესაა მოდელი, რომელიც სანქციებამდე დაანონსდა. ზუსტად იგივე შასით აპირებდა ჩინური კომპანია ახალი ქროსოვერისა და მინივენის წარმოებას. E-Class-ის შასის გარეშე დარჩენილი მოდელები: ქროსოვერი და მინივენი გამოვა Senova-სა და Weiwang-ის ბრენდის სახელწოდებით.

რა გახდა გერმანული კომპანიის მკაცრი სანქციების მიზეზი, ჯერ-ჯერობით უცნობია.