LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფოტოებზე აღბეჭდილი ერთ-ერთი ახალგაზრდა დამიკავშირდა და მითხრა, რომ გაიარა სწორედ იმ ტერიტორიაზე” – რას ჰყვება დიღომში გარდაცვლილი 12 წლის მოზარდის დედა

1263
BeFunky-collage - 2023-05-23T214030.764

დიდ დიღომში გარდაცვლილი 12 წლის გოგონას, ანა იანუშაიტიტეს დედა, ნატო ხუტაშვილი „რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მას და­უ­კავ­შირ­და იმ ორი ახალ­გაზ­რდიდან ერთ-ერთი, რომ­ლის ფო­ტო­ე­ბიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ სოცქსელ­ში გა­ავ­რცე­ლა.

„მი­თხრა, რომ ფო­ტო­ზე ნამ­დვი­ლად ის იყო და იმ სა­ღა­მოს რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბარ­თან ერ­თად გა­ი­ა­რა სწო­რედ იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თუმ­ცა, მას არა­ნა­ი­რი ხმა არ გა­უ­გია. მი­თხრა, აუ­ცი­ლებ­ლად და­გეხ­მა­რე­ბო­დით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, არა­ნა­ი­რი სა­ეჭ­ვო ხმა არ გაგ­ვი­გი­აო.

ოთხი მე­გო­ბა­რი იყო ერ­თად, ხმა­უ­რით მი­დი­ოდ­ნენ, მე­გო­ბარს აცი­ლებ­დნენ.

ვინმე ასეთი რომ მეგულებოდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი. ასეთი ადამიანის სიცოცხლე არ ღირს. მე ჩემს ანის დავპირდი, რომ როგორც კი მსგავსი ვინმე გამოჩნდება, თუ მეუღლემ არ დამასწრო, მე პირადად გავაკეთებ ჩემს გასაკეთებელს. მანამდე, მთავარია, დროულად გავიგოთ სრულყოფილი ექსპერტიზის პასუხები, რაც ძალიან ბევრ კითხვას გასცემს პასუხს”, – ამ­ბობს ხუ­ტაშ­ვი­ლი „რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან” ინ­ტერ­ვი­უ­ში.

12 წლის ანა იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამარათლო-სამედიცინო წინასწარი დასკვნა მზადაა. წინასწარი დასკვნა 28 აპრილს გადაეცა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, ბავშვის დედას და „უფლებები საქართველოს“ ადვოკატებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჩემი შვილი იბრძოდა.. ხელს აფარებდა რომ არ ეყვირა და შემოეხრჩო – 12 წლის ანას დედა ახალ დეტალებზე საუბრობს

ცნობისთვის, დიდ დიღომში 12 წლის მოზარდი გარდაცვლილი მიმდინარე წლის 16 მარტს იპოვეს.

ამავე თემაზე:

„შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა გვამის გადამალვის მცდელობას“ – „უფლებები საქართველო“ დიდ დიღომში გარდაცვლილ 12 წლის მოზარდის საქმეზე

დიდ დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

მოზარდის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახი ცხედრის გაკვეთის წინააღმდეგია: „საღ-სალამათი ბავშვი გაგუდული ვნახეთ ბუჩქებში და დასკვნა მარტივია – ვიღაცის ძალადობა“

მგონია, რომ ვიღაც ნაცნობი იყო.. უცნობი რომ ყოფილიყო, შეიძლება, დღეს ჩემი შვილიშვილი ცოცხალი ყოფილიყო“ – გარდაცვლილი მოზარდის ბაბუა

„სახეზე მიწა ჰქონდა.. როგორ აღმოჩნდა ბავშვი იმ მიფარებულ ადგილას? ან რატომ ჰქონდა ყელზე ნაკაწრები?“ – რას ჰყვება დიდ დიღომში გარდაცვლილი ბავშვის ბებია

„სწრაფად დავორგანიზდით მოქალაქეები, ბევრნი გავედით მანქანებით, მაგრამ ცოცხალს ვერ მივაგენით.. სასოწარკვეთილი ვარ, ვაღიარებ, ძალიან შეშინებულიც..“ – ირაკლი ღლონტი

„25 წუთის მანძილზე ხელოვნურ სუნთქვაზე ჰყავდათ, მაგრამ გული ვერ აუმუშავეს.. გთხოვთ, მიაქციეთ შვილებს იმაზე მეტად ყურადღება ვიდრე აქამდე, ქვეყანაში ავადმყოფები დადიან“ – ნუკა კვალიაშვილი

„მკითხა, ეს თქვენი ძაღლიაო“ – რას ჰყვება ქალი, რომელმაც 12 წლის გოგონა ბოლოს ნახა 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები