გუშინ, ქვემო ქართლში შუახნის კაცი მოკლეს. გავრცელებული ცნობით, მოკლული ტაქსის მძღოლად მუშაობდა.
არსებული ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.
„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.