LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიდერლანდებში ხისგან დამზადებული ასფალტი გამოიგონეს

122
3e98c0ad-8246-474b-a3e3-b47d136d4ad4_Headrf_c0011c8c_750x400

ნიდერლანდების უნივერსიტეტის მეცნიერებმა ასფალტის შექმნა ხის მასალის გამოყენებით დაიწყეს. მკვლევართა ინფორმაციით, ახალ მეთოდს გზების მშენებლობის დროს მავნე გამონაბოლქვის 30-60%-ით შემცირება შეუძლია, წერს wur.nl.

დღეისათვის ასფალტის საფარში ფისოვან ნივთიერებას – ბიტუმს იყენებენ, რომელიც ნავთობის კომპონენტს წარმოადგენს. მეცნიერთა აზრით კი მისი განახლებადი, ნაკლებად ტოქსიკური – ლიგნინით ჩანაცვლება შეიძლება. ეს პოლიმერული ნაერთი დიდი რაოდენობითაა ხის შემადგენლობაში.

ნიდერლანდებში უკვე დააგეს 30-მდე მცირე სადემონსტრაციო გზა, სადაც საცდელი ასფალტია გამოყენებული და მასში ბიტუმი 50%-ით ლიგნინითაა ჩანაცვლებული. ხოლო, პირველ გზას რომელიც 100%-ით ბიო ნაერთით შეიქმნება, ამ წლის ბოლოს დააგებენ.

თუკი ინოვაციური გზა საკმარისად გამძლე და ნაკლებად ცვეთადი იქნება, მეცნიერები თავის საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით განავრცობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები