ექიმი არჩილ მარშანია მორიგ ვიდეოში წონის სწრაფ კლებაზე საუბრობს.
ექიმი წონაში კლების მსურველებს რეკომენდაციით მიმართავს.
„თითქმის ყოველი მეორე, ვინც ერთი გვერდი წაიკითხა ან ორდღიანი ტრეინინგი გაიარა დიეტოლოგი ჰგონია თავი ან კვების ექსპერტად ასაღებს თავს.
თუ ნახავთ რეკლამებს ან მიიღებთ შემოთავაზებას, რომელიც მიმართულია მოკლე დროში ბევრი წონის კლებაზე, და დაუჯეროთ.. ეს მარკეტინგია, ან თვითონაც შეცდომაშია შესული და არ იცის რელობა.
წონაში სწრაფი კლება დიდ რისკებს შეიცავს.
წონაში ჯანსაღი კლება არის ერთ კვირაში დაახლოებით ნახევარი კილო ან 900 გრამამდე. ამ მეთოდით წონის შენარჩუნებაც ბევრად მარტივია“, – ამბობს არჩილ მარშანია.