LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლოში საუკეთესო და ყველაზე ცუდი რეპუტაციის მქონე ქვეყნები ცნობილია

57

ბოლო პერიოდში თურქეთში ტერაქტების რაოდენობამ იმატა, აშშ-ში კი თავშეყრის ადგილებში როლის შემთხვევებმა. The Independent წერს, რომ აღნიშნულმა ფაქტებმა თურქეთის და აშშ-ს რეპუტაცია რეკორდულად დაბლა დასწია.

ახალი კვლევა აჩვენებს 70 ქვეყნის რეპუტაციას. საუკეთესო ქვეყნებს შორის პირველ ადგილას შვედეთია, მეორეზე კი – კანადა.

„ქვეყნები რეპუტაციას დიდი ხნის მანძილზე ქმნიან, თუმცა მისი დანგრევა უცბად შეიძლება მოხდეს,“ – ნათქვამია რეპუტაციის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ კვლევაში „ყველაზე კარგი რეპუტაციის მქონე ქვეყნები 2016 წელს“.

კვლევის ფარგლებში 48 ათასი ადამიანი გამოკითხეს.

შვედეთში ცხოვრების მაღალი დონეა და ამასთან, დეკრეტული შვებულებისთვის საუკეთესო პირობები.

თურქეთში ტერორისტულმა აქტებმა, მედიასაშუალებების დახურვამ და პრეზიდენტ ერდოგანის კრიტიკამ, ამასთან – ქვეყნის მეზობლობამ სირიასთან თურქეთის რეპუტაცია საგრძნობლად შელახა და გასულ წელთან შედარებით სიაში 7 პუნქტით ჩამოქვეითდა.

თავდასხმებმა და არასტაბილურმა სიტუაციამ დაბლა დაწია ბელგიის, საბერძნეთის და გერმანიის რეპუტაციაც, დიდი ბრიტანეთი კი მეცამეტე ადგილას არის.

რუსეთი კი აღნიშნულ სიაში ერთ-ერთი ბოლოა.

ქვეყნების სია საუკეთესო რეპუტაციის მიხედვით :

 

  1. შვედეთი
  2. კანადა
  3. შვეიცარია
  4. ავსტრალია
  5. ნორვეგია
  6. ფინეთი
  7. ახალი ზელანდია
  8. დანია
  9. ირლანდია
  10. ჰოლანდია
  11. ავსტრია
  12. იტალია
  13. გაერთიანებული სამეფო
  14. იაპონია
  15. საფრანგეთი
  16. ბელგია
  17. ესპანეთი
  18. გერმანია
  19. პორტუგალია
  1. სინგაპური
  2. ჩეხეთი
  3. კოსტა რიკა
  4. პერუ
  5. ბრაზილია
  6. ტაივანი
  7. ტაილანდი
  8. პოლონეთი
  9. აშშ
  10. არგენტინა
  11. დომენიკის რესპუბლიკა
  12. მალაიზია
  13. ფილიპინები
  14. პუერტო რიკო
  15. ჩილე
  16. პანამა
  17. პარაგვაი
  18. ინდონეზია
  19. კუბა
  20. მაროკო
  21. საბერძნეთი
  22. ვენესუელა
  23. ეკვადორი
  24. მექსიკა
  25. ინდოეთი
  26. სამხრეთ კორეა
  27. არაბეთის გაერთიანებული საემიროები
  28. ბოლივია
  29. ურუგვაი
  30. სამხრეთ აფრიკა
  31. გვატემალა
  32. ისრაელი
  33. ჰონდურასი
  34. კატარი
  35. ელ სალვადორი
  36. ეგვიპტე
  37. რუმინეთი
  38. ჩინეთი
  39. თურქეთი
  40. უკრაინა
  41. კოლუმბია
  42. ყაზახეთი
  43. ნიკარაგუა
  44. ანგოლა
  45. ალჟირი
  46. რუსეთი
  47. ნიგერია
  48. საუდის არაბეთი
  49. პაკისტანი
  50. ირანი
  51. ერაყი

ქვეყნების რეპუტაციის შესახებ სია 16 ფაქტორის გათვალისწინებით შედგა, მათ შორის – ბუნების დაცვა, უსაფრთხოება ტურისტებისთვის, სწორი სოციალური პოლიტიკა, ვიზიტორების მიმართ კეთილგანწყობილი მოსახლეობა და ა.შ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები