LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

8 აგვისტო: ისეთი დღე იყო, უფლება არ მქონდა რუსთან წამეგო

34

ისეთი დღე იყო,უფლება არ მქონდა რუს სპორტსმენთან შეხვედრა წამეგო, – ამის შესახებ ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი სპორტსმენის დამარცხების შემდეგ ”რუსთავი2”-ს განუცხადა.

როგორც შავდათუაშვილმა აღნიშნა, მისთვის ძალიან რთული იყო რუსთან შეხვედრა.

„დღეს ისეთი დღე იყო, ვფიქრობდი, რომ მე უფლება არ მქოდა ეს შეხვედრა წამეგო. ცოტა ვნერვიულობდი კიდეც, იმიტომ, რომ 8 აგვისტო იყო და ჩვენი გმირების სახელით, მე უფლება არ მქონდა გავსულიყავი და ყველაფერი არ გამეკეთებინა, რათა მეჩვენებინა, რომ ჩვენი ქვეყანა ძლიერია და არ ვართ სუსტები”, – განაცხადა შავდათუაშვილმა თამაშის შემდეგ.

ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა შავდათუაშვილმა რუსი ძიუდოისტი იარცევი რეპეშაჟში დაამარცხა. შეხვედრას იუკოთი რუსი ფალავანი იგებდა, თუმცა შავდათუაშვილმა შეძლო ბრძოლის შემობრუნება და ჯერ ვაზარი მოიპოვა, შემდეგ კი იპონი.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ქართველმა ფალავანმა ემოციური ჟესტით რუს სპორტსმენს საქართველოს დროშაზე მიანიშნა. ამის შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ებრაელი სპორტსმენი დაამარცხა და ოლიმპიადას ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები