LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Samsung Mobile-ის მენეჯერმა სამომავლო გეგმების შესახებ განცხადება გააკეთა

44

Samsung Mobile-ის წარმომადგენელმა, კო დონგ-ჯინმა განმარტა, რომ არასტანდარტული სმარტფონების ოფიციალურად გამოსვლისთვის კომპანია მზადაა.

ტოპ-მენეჯერმა განმარტა, რომ სამხრეთ კორეული გიგანტი აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ცნობილი გახდა ისიც, რომ მწარმოებელი არ აპირებს დიდეკრანიანი სმარტფონების წარმოების შეწყვეტას. დიდი დისფლეი მათი აზრით ტრენდული და მომავალზე გათვლილი ტექნოლოგიაა.

2016 წლის ივნისში, Lenovo-მ წარმოადგინა სამუშაო პროტოტიპი Android-ის მარტფონი, სახელწოდებით – CPlus, რომელსაც შეუძლია როგორ სამაჯური ისე მოერგოს ადამიანის მაჯას. პროტოტიპის გამოჩენისთანავე, ჰაი-ტეკის მოყვარულთა არმია ამ განხრით Samsung-ის სამომავლო გეგმებზეც ალაპარაკდა.

კომპანიას ამ დრომდე ოფიციალური განცხადება არ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა, აიმარ დე ლენკესენმა გუშინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კომპანია მუშაობს აღნიშნულ ტექნოლოგიაზე და საკმაოდ აქტიურად. სამწუხარო ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ უახლოესი 5 წლის მანძილზე, ბრენდი ამ ტექნოლოგიის დივაისის წარმოებას არ გეგმავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები