LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში უმაყურებლო გუნდებს დააჯარიმებენ

14

ლა ლიგა კლუბებს ცარიელი ტრიბუნებისთვის დააჯარიმებს.

ესპანელმა ფუნქციონერებმა გადაწყვიტეს სტადიონებზე ცარიელი ადგილების გამო კლუბები დააჯარიმონ.
დავაზუსტოთ – ჯარიმა იმ შემთხვევაში დაეკისრებათ, თუ სტადიონის ნაწილი, რომელიც ტრანსლაციის ძირითად კამერის ობიექტივში მოხვდება, 75 პროცენტზე ნაკლებად იქნება შევსებული.

”მსგავსი ზომა ესპანურ ფეხბურთს პოზიტიურ იმიჯს შეუქმნის”, – თქვა ლა ლიგის პრეზიდენტმა ხავიერ ტებასმა.

კამერის მოპირდაპირედ 50 პროცენტზე ნაკლებად შევსებული ტრიბუნის გამო ჯარიმა გაორმაგდება.

ჯარიმის ოდენობა 5-6 ათასი ევრო იქნება. ამასთან, წესებში გამონაკლისებიც დაიშვება. მაგალითად, კანონი არ იმოქმედებს უამინდობის შემთხვევაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები