გასულ თვეს 47 წლის შარლიზ ტერონი ჩოგბურთის მატჩზე, „იდუმალ“ მამაკაცთან ერთად გადაიღეს. ახლა კი გაირკვა, რომ ის მოდელ, ალექს დიმიტრევიჩს ხვდება. პაპარაცებმა წყვილი პაემანზე, ხელჩაკიდებული დააფიქსირეს. მედიის ცნობით, ისინი უკვე რამდენიმე თვეა ერთმანეთს ხვდებიან.
ცნობისთვის, „ოსკაროსანი“ მსახიობის, შარლიზ ტერონის პირადი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი. ტერონის უკანასკნელი გახმაურებული რომანი შონ პენთან ჰქონდა, წყვილი 2013-2015 წლებში ხვდებოდა ერთმანეთს. შარლიზი ორ შვილს ზრდის.
„ვინ არის ეს მომხიბვლელი მამაკაცი?“ – 47 წლის შარლიზ ტერონი ბოლოს და ბოლოს პაემანზე გადაიღეს
ფოტო: „ჩვენი შვილები ერთ სკოლაში დადიან“ – შარლიზ ტერონი ჰოლი ბერის ყოფილ ბიჭს, გაბრიელ ობრის ხვდება