ცოტა ხნის წინ ოფიციალურად გახდა ცნობილი 48 წლის კაილი მინოუგისა და 28 წლის ბრიტანელი მსახიობის, ჯოშუა საასის ნიშნობის შესახებ. მას შემდეგ წყვილი აღარ ერიდება ერთად გამოჩენას ოფიციალურ წვეულებებზე და ცხადია, ცხელ ზაფხულსაც ერთად ატარებს. ამჯერად მომღერალი ახალგაზრდა ბოიფრენდთან ერთად იტალიის ქალაქ პორტოფინოში იმყოფება.
ფოტოებზე, რომელიც პაპარაცებმა გადაიღეს, მინოუგი შეუდარებლად გამოიყურება ყვავილოვან საცურაო კოსტიუმში, რომელიც მთლიანად ფარავს მის სხეულს. სავარაუდოდ მომღერალს გარუჯვა არ სურს.
რა თქმა უნდა კაილის შვებულება წარმოუდგენელია ჯოშუა საასის გარეშე. უახლოესი მეგობრების გარემოცვაში წყვილი ფანატასტიკურად ატარებს.