LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაპირისპირება გადაიტანეთ მოლაპარაკებაში: კახა შენგელია ფედერაციას უპირისპირდება

23

სპორტის სამინისტროში, სამინისტროსთან არსებული სპორტული ორგანიზაციების აღიარებისა და დაფინანსების საბჭოს VII სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგის ძირითადი საკითხი საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტისა და გამგეობის წევრის – კახაბერ შენგელიას წერილი გახლდათ, რომელიც შეეხებოდა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასა და ესპანურ კლუბ “სასკი-ბასკონიას” შორის თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების პირობებს, რამაც საკალათბურთო სამყაროში აზრთა სხვადასხვაობა და პოლემიკა გამოიწვია.

შეხვედრას, რომელიც რამდენიმე საათის განმავლობაში გაგრძელდა, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები.

სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მხარეებს მიეცათ 2-თვიანი ვადა იმისათვის, რომ წარმოადგინონ დამატებითი ინფორმაცია და მსჯელობა გაგრძელდეს კონსტრუქციულ რეჟიმში კალათბურთის საერთო ინტერესების გათვალისწინებით.

შეხვედრის დასრულების შემდეგ აღინიშნა, რომ ესპანურ კლუბთან არსებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს აზრთა სხვადასხვაობა და შენიშვნები, თუმცა ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მხარეები საბოლოო ჯამში შეთანხმებამდე მივიდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები