LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში გეგმავდნენ“ – სუს-ის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

108
ფორტუნა - 2023-05-17T113419.134

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები დააკავეს. უწყების ცნობით, კონტრტერორისტული ოპერაცია ერთდროულად ოთხ ადგილზე ჩატარდა, დაკავებულია საქართველოს 6 მოქალაქე.

„დადგინდა, რომ აღნიშნულ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ გავლენიან ლიდერთან და მისი მეთაურობით გეგმავდნენ სხვადასხვა სახის ტერორისტულ აქტივობას რამდენიმე ქვეყანაში.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკა, ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა მტკიცებულება“, – ნათქვამია სუსის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სუსის თანახმად, გამოძიების ფარგლებში, კონტრტერორისტულმა ცენტრმა, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე გამოავლინა გარკვეული ტერორისტული აქტივობები სხვადასხვა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე და „მომეტებული საფრთხის გათვალისწინებით ინფორმაცია ოპერატიულად იქნა გაზიარებული პარტნიორ ქვეყნებთან“.

„აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე საქმის ფარგლებში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის მიმართ, რომელიც სასამართლოს ბრძანებით მოთავსებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში“.

6 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქის დაკავების შესახებ, რომელსაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან ჰქონდა კავშირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები