დათი ქოქრაშვილმა, რომელიც საზოგადოებამ შარტავას ქუჩაზე მომხდარი ავარიის შემდეგ გაიცნო, ოცნება აიხდინა.
დათიმ თვითმფრინავი მართა. ბედნიერი დათის კადრებს მისი დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო Aeroclub Aviator-ს და მის დამფუძვნებლებს,Merab Gumberidze -ს და Михаил Давоян-ს.ასევე Tea Kasradze-ს,რომლის ინიციატივითაც შედგა დღევანდელი დღე. ამ ადამიანებმა აუსრულეს დათის ოცნება და მისცეს საშუალება, რომ თვითმფრინავი ემართა. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ გააბედნიერეთ დათი, ეს არის დღე რომელიც მთელი სიცოცხლე გვემახსოვრება..
ოცნებები სრულდება კეთილი ადამიანების დახმარებით, დიდი მადლობა, რომ ასეთი ლამაზი დღე გვაჩუქეთ“, – წერს დათის დედა სოციალურ ქსელში.