LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავტოსაგზაო შემთხვევებზე სტატისტიკა საგანგაშოდ გაიზარდა

45

გასულ წელს ავტოსაგზაო შემთხვევებში გარდაიცვალა 600-ზე მეტი და დასახიჩრდა 10 000-ზე მეტი ადამიანი. 32%-ით გაიზარდა ქვეითად მოსიარულეთა დაშავების რაოდენობა. რაც შეეხება ბავშვთა ტრავმატიზმსა და სიკვდილიანობას, ის 28%-ით არის გაზრდილი.

სტატისტიკურ მონაცემებზე საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობს. დავით მესხიშვილის თქმით, საქართველო გარდაცვლილთა და დაშავებულთა ამ მაჩვენებლით ევროპაში იკავებს პირველ ადგილს. მესხიშვილი საგზაო უსაფრთხოების კუთხით რამდენიმე რეფორმის გატარებას მოითხოვს.

შს მინისტრის მოადგილის შალვა ხუციშვილის ინფორმაციით, საქართველოში დამონტაჟებული კამერების უმეტესობა გამორთული არ არის, თუმცა დაახლოებით 30% -ის ფარგლებში არის კამერები, რომლებიც ან უხარისხოდ ან საერთოდ არ მუშაობს. ამის შესახებ ხუციშვილმა AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის მასტაბით უკვე განხორციელდა კამერების ხელახალი აღწერა და შედეგებიდან გამომდინარე, უკვე მიმდინარეობს ახალი კამერების შეძენის პროცედურები. ასევე, ხუციშვილის თქმით, 2017 წლის მეორე ნახევარიდან მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა უნდა შეიცვალოს და გართულდეს.

musicbox.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები