ლელა წურწუმია 28 მაისს ზუგდიდში სოლოკონცერტს მართავს და ზუგდიდელებს მეგრულად მიმართავს:
„მოგესალმებით, ჩემო საყვარელო ზუგდიდელებო, ჩემო მონატრებულო და ძალიან მაგარო ადამიანებო! 28 მაისს, „ჯიჯი ივენთჰოლში“ საღამოს რვა საათზე გაიმართება ჩემი და ჯგუფ ნონ სტოპის სოლოკონცერტი.
სამწუხაროდ, მე დიდი ხანია, კონცერტი არ გამიმართავს ზუგდიდში, ამიტომ დადგა ის დრო, როცა მოგეფერებით, მოგესიყვარულებით, გაჩუქებთ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩემს გულს, სულს, ჩემს პროფესიას, ჩემს სიმღერებს…“
ვიდეო: სცენაზე გაშლილი უკრაინის დროშა და მსმენელის ოვაციები – კადრები ლელა წურწუმიას კონცერტიდან
ვიდეო: ლელა წურწუმიას კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა – „მადლობა, რომ ამდენი ხართ“