„ამერიკულ გადაცემებს უსმენთ? ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ყველაფერს დამტკიცება უნდა, ამტკიცებს ვინმე? იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“ – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ გორში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე – საზეიმოდ აქვს თუ არა დღეს სასამართლო სისტემას საქმე, ლევან მურუსიძემ აღნიშნა, რომ „სასამართლო სისტემა ასეთი დამოუკიდებელი საქართველოში არასდროს ყოფილა“.
„15 მაისი, მოსამართლის დღე მოდის, ორშაბათი დღეა და ამიტომ დღეს გამოვედით მოსამართლეები..
უსმენთ ხოლმე ამერიკულ გადაცემებს? თვითონ ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრ თანამდებობის პირზე იძახიან კორუმპირებულიო, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ კორუმპირებულია. ყველაფერს დამტკიცება უნდა. ამერიკაში პრეზიდენტიდან დაწყებული ყველა თანამდებობის პირზე იძახიან, რომ კორუმპირებულებია. ამტკიცებს ვინმე? ვინმე თვლის, რომ კორუმპირებულები არიან? იგივე სტანდარტია ჩვენთანაც“, – აღნიშნავს მურუსიძე.
ცნობისთვის, 4 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
ამავე თემაზე:
„უფფ, არაუშავს, ცხოვრება გაგრძელდება…თავს ვერ მოვიკლავ” – მურუსიძის პირველი კომენტარი დასანქცირებაზე
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს