LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოგა ჩანადირი: „101 წლის გახდა.. ეს ადამიანი ჩვენი სიამაყეა“

480
ფორტუნა - 2023-05-12T124240.080

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელის მეშვეობით საზოგადოებას ამცნობს ინფორმაციას, რომ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ელენე აბაშიძეს 101 წელი შეუსრულდა. ამავე პოსტში გოგა ჩანადირი მის დამსახურებებზე წერს და აღნიშნავს, რომ ელენე აბაშიძე ქვეყნის სიამაყეა.

„ეს ელენე აბაშიძეა. 101 წლის გახდა.

არის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ავტორია 540 მეცნიერული ნაშრომის.

ქალბატონ ელენეს თამაზ ბექაიამ, მისმა საგანმანათლებლო ფონდის წარმომადგენლებმა საუკუნოვანი იუბილე მიულოცეს და მხარდაჭერა აღუთქვეს.

ვინ არის „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაში შეყვანილი 100 წლის ჭიათურელი მეცნიერი

ელენე აბაშიძეს „წლის ქალბატონის“ წოდება ასევე მიანიჭა აშშ ბიოგრაფიის საერთაშორისო ინსტიტუტმა. იგი შეყვანილია „მსოფლიოს 500 გავლენიანი ლიდერის“ სიაში.

იუბილარი დღეს აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას აღარ მისდევს, მაგრამ ერთი სიამოვნებაა მასთან საუბარი.

ჰქონდა ურთულესი, ქარიშხლიანი და ენთუზიაზმით სავსე ცხოვრება, მათ შორის მეცნიერებასა და პედაგოგიკაში.

ქალბატონმა ელენემ 13 200 ექპერიმენტის ანალიზის მიხედვით, შეისწავლა წყალსაცავების საძირკველში კირქვების ნაპრალების მოქმედების წყლის ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიკური მექანიზმი და შეცვალა მსოფლიოში გაბატონებული კირქვის ნაპრალების ზედაპირების ხსნადობის მცდარი მეთოდი, რომელსაც 2 საუკუნე იყენებდნენ და მსოფლიო მეცნიერები.

მან ასევე შექმნა ახალი კვლევის მეთოდი და მისი განზომილება.

1995 წელს დაასახელეს წლის მეცნიერად

მადლობა ლალი ფაციას ქალბატონ ელენესთან დაკავშირებისთვის.

ეს ადამიანი ჩვენი ერის სიამაყეა.

 

ეს ელენე აბაშიძეა. 101 წლის გახდა.
არის გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ავტორია 540 მეცნიერული…

Posted by გოგა ჩანადირი on Thursday, May 11, 2023

 

 

თამაზ ბექაიას ფონდი • Fund of Tamaz Bekaia“. – წერს გოგა ჩანადირი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები