LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტელეწამყვანი ლაშა ნაკაიძე სასამართლომ ბრალდების ნაწილში, რაც გაუპატიურებასა და ოჯახურ ძალადობას გულისხმობს, გაამართლა

222
fot (3)

თბილისის საქალაქო სასამართლოში „მთავარი არხის“ ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე გაამართლა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა განუცხადა.

როგორც მან განმარტა, ნაკაიძე საპატიმროს 3 თვეში დატოვებს.

„ლაშა ნაკაიძე სასამართლომ გაუპატიურების, ოჯახურ ძალადობასა და გავრცელების ნაწილში გაამართლა. მსჯავრი დასდო მხოლოდ მუქარის ნაწილში, რომელიც ითვალისწინებს ერთ წლამდე პატიმრობას, სწორედ ეს ერთი წელი მიუსაჯა, თუმცა ლაშა ნაკაიძე საპატიმროს 3 თვეში დატოვებს.

გამართლების საფუძველი იყო, რადგანაც ლაშა ნაკაიძეს დანაშაული არ დაუდგინა. დანაშაული არ დამტკიცდა ექსპერტიზებით და ლაშა ნაკაიძე გამართლდა. ის ძალიან გახარებული და ბედნიერია, რომ სიმართლე და თავის უდანაშაულობა დაამტკიცა. ეჭვი არ მეპარებოდა მის უდანაშაულობაში და ვიზეიმეთ გამარჯვება“, – განაცხადა ლალი ბიბილეიშვილმა.

შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, 2022 წლის 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები