LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში დაგროვებითი პენსიით 3,551 პირმა ისარგებლა – რა მოცულობის თანხაა საპენსიო სააგენტოში

119
პენსია

2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.35 მილიარდი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, წმინდა ამონაგები, კი 512.6 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 395 ათასი ადამიანია.

დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,551 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 9,722,021.67 ლარს შეადგენს.