სპეციალისტებმა ჩამოთვალეს ყველაზე გამძლე ავტომობილები, რომლებსაც 400 ათას კილომეტრზე მეტის გავლა შეუძლიათ. ამერიკულმა სააგენტო iSeeCars-მა რეიტინგის შედგენისას მეორად ბაზარზე 2012-დან 2022 წლამდე გაყიდული 260 მილიონი მანქანა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ საუკეთესოთა შორის მძიმე პიკაპები და ყველგანმავლები ლიდერობენ.
ზოგადად იმის შანსი, რომ საშუალო სტატისტიკური ავტომობილი 400 ათას კილომეტრიან ნიშნულს გადასცდება, 11,8%-ს შეადგენს. პიკაპებისა და ყველგანმავლების რესურსი, როგორც წესი, უფრო მაღალია და სტატისტიკამ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ყველაზე გამძლე ტოპ-10 ავტომობილის სიაში Ford F-350 Super Duty ლიდერობს. აღნიშნული მოდელის ნახევარს 400 ათას კილომეტრზე მეტი აქვს გავლილი. მშვენიერი რეპუტაცია აქვს ასევე Toyota-ს ყველგანმავლებს – Land Cruiser (47,9%), Tundra (47,9%), Sequoia (47,1%), Tacoma (41,7%) და 4Runner (41%) – რომლებმაც ერთდროულად რამდენიმე პოზიცია დაიკავეს.
ამერიკულ მოდელთა შორის თავი გამოიჩინა – F-250 Super Duty-იმ (43,6%), GMC Sierra 2500 HD-იმ (41,3%) და Chevrolet Silverado 2500 HD-იმ (41,2%).