შვედური კომპანია Volvo ხარჯების ოპტიმიზაციის მიზნით 1,3 თანამშრომელს გაათავისუფლებს. ავტომწარმოებელმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, სადაც ნათქვამია რომ შტატის 6% უნდა შემცირდეს, რათა რესურსების მოხმარება უფრო ეფექტური გახდეს.
1,1 ათასი ოფისის თანამშრომელი უახლოეს მომავალში დაკარგავს სამსახურს, ამის შემდეგ კი კიდევ 200 თანამშრომელი შემცირდება. Volvo-ში აღნიშნავენ, რომ ხარჯების შემცირებამ გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
კომპანიამ სამომავლოდ კონკრეტული სტრატეგია დასახა. მთავარი მიზანი ფინანსური ზრდა და 2030 წლისთვის ელექტრომობილების 100%-იან მწარმოებლად გადაქცევაა.
შემცირებები ამ ეტაპზე არ შეეხებათ ქარხნებში დასაქმებულ მუშებს. კომპანია უარს ამბობს კონსულტანტებზე და ამის პარალელურად გლობალური ოპერაციების ეფექტურობის გაზრდასაც აპირებს.