LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა გამოიყენოთ ალიკაპი ან საბელი“ – ცხოველის გასეირნების წესების დარღვევის შემთხვევაში, შესაძლოა ჯარიმების გაიზარდოს

143
ცუგრიკა

„19:00 საათიდან 23:00 საათამდე, როდესაც გამოგყავს ცხოველი, უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბელი. ასევე, შესაძლებელია მოკლე საბელით გამოიყვანო, ალიკაპის გარეშე“, – ამის შესახებ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორმა, გიორგი კობიაშვილმა განაცხადა და თქვა, რომ შინაური ცხოველის გასეირნების წესების დარღვევისთვის, შესაძლოა, მეპატრონისთვის გათვალისწინებული ჯარიმა გაიზარდოს.

როგორც კობიაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, აღნიშნულ სიახლეზე საკანონმდებლო ორგანო მუშაობს, დღეს კი, აღნიშნულ წესებზე ჯარიმის ოდენობა 20 ლარით არის განსაზღვრული.

„ყოველდღიურად თავშესაფარში უამრავი დაკარგული ცხოველი შემოგვყავს, რომელთაც პატრონები არ აკითხავენ..“ – რას გეგმავს ძაღლების რაოდენობის შემცირების მიზნით ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

„ცხოველი რეგისტრირებული უნდა იყოს, მეტისის შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია მოახდინოს ცხოველის სტერილიზაცია-კასტრაცია. მინიმალური საკვების მიცემა, ასევე, აუცილებელია მეპატრონემ გასეირნების წესები დაიცვას.

საქართველოში ძაღლის ყოლისთვის შესაძლოა, სპეციალური გადასახადი დაწესდეს

კანონპროექტი გულისხმობს მათ შორის, რომ სავალდებულო გახდეს ყველა ძაღლის დაჩიპვა, ყველა ძაღლის იდენტიფიცირება.

კერძოდ, 19:00 საათიდან 23:00 საათამდე, როდესაც გამოგყავს ცხოველი, უნდა გამოიყენო ალიკაპი ან საბელი. ასევე, შესაძლებელია მოკლე საბელით გამოიყვანო, ალიკაპის გარეშე.

ეს მინიმალური წესებია, რომელიც მეპატრონემ უნდა დაიცვას. არსებობს გასეირნების წესები, რომლის დარღვევის შემთხვევაში მეპატრონე 20 ლარით ჯარიმდება. როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იგეგმება ამ ჯარიმის გაზრდა. რასაც მეც ვემხრობი.

ვფიქრობ, დღეს საკმაოდ დიდ პრობლემა არის ამ მიმართულებით. სკვერებში, სადაც არსებობს ძაღლებისთვის სასეირნო სპეციალური სივრცე ცარიელია და ძაღლების უშვებენ საბელის გარეშე, მაგალითად ბავშვების სივრცეში“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა.

„თუ მოქალაქე მუნიციპალურ თავშესაფარში დაარეგისტრირებს ცხოველს, სტერილიზაცია-კასტრაცია უფასოდ მოხდება – მეპატრონე, რომელსაც ცხოველი არ ჰყავს რეგისტრირებული, ჯარიმას ექვემდებარება“ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო

ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის თანახმად, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ქალაქის ბულვარში, პარკში ან სკვერში ყოლა, გაფრთხილების ან 20 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს მოქალაქის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით (ნაცვლად 50 ლარისა).

ამავე პროექტის გათვალისწინებით, თვითმმართველი ორგანოს მიერ დადგენილი წესების დარღვევით წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა, გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ნაცვლად 20 ლარისა.

ძაღლისა და კატის მიტოვებაზე შესაძლოა, ჯარიმა დაწესდეს

ბულვარში, პარკში, სკვერში ან პლაჟზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნა – გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, ნაცვლად არსებული 50 ლარისა.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.