უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ ტელეკომპანია „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლას მომღერალ ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძის დაკრძალვაზე გეგმავდა, მაგრამ „ამერიკელებმა გააფრთხილეს“, რომ არ ჩამოსულიყო.
„ვაპირებდი ვახტანგ კიკაბიძის დაკრძალვაზე მაგრამ ამერიკელებმა გამაფრთხილეს არ წახვიდეო. ზუსტად არ ვიცი რატომ, გამაფრთხილეს”, — განაცხადა არახამიამ და დასძინა, რომ ამერიკელებს არ უთქვამთ მიზეზი, თუმცა თავად ვარაუდობს, რომ საზღვარზე შემოშვებასთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, პრობლემები შეექმნებოდა.
„ალბათ, საზღვრის კვეთისას უნდა შექმნილიყო პრობლემები. იქნებოდა დიდი სკანდალი და ამერიკელებმა მთხოვეს თავის შეკავება. ისე აუცილებლად ჩამოვიდოდი”, — აღნიშნა დავით არახამიამ ინგლისურ ენაზე ჩაწერილ ინტერვიუში „მთავარი არხის“ თარგმანის მიხედვით.
ქართველი კინომსახიობი და მომღერალი ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს და 19 იანვარს დაკრძალეს.
მის ხსოვნას განცხადება მიუძღვნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და თქვა, რომ ის იყო მეგობარი, რომელიც მუდამ მის გვერდით იდგა.