აღმოსავლეთ კონგოში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მისივე ცნობით, ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 100-მდე ადამიანი.
სტიქიის შედეგად ასობით სახლი დაზიანდა. ქვეყნის პრეზიდენტის ბრძანებით, 8 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა.