LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება

13

საქართველოში რეალიზებული საწვავის შემადგენლობა მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებს შეესაბამება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც სამინისტროში განაცხადეს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ავტოგასამართი სადგურებიდან ბენზინის და დიზელის სინჯები აიღეს.

“ლაბორატორიული კვლევისას ბენზინში ოქტანობის, ტყვიისა და გოგირდის, ხოლო დიზელის საწვავში ცეტანობისა და გოგირდის  შემცველობა განისაზღვრა.  დადგინდა, რომ ჩამოთვლილი ნივთიერებები საწვავში განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებს,”- განაცხადეს სამინისტროში.

სინჯები სპეციალისტებმა კომპანიების: ,,ბი პი“ -ს, ,,ინტეგრანი 2“ -ს, ,,Trade Team Georgia” – ს, ,,ფრეგო” – ს, ,,ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია“-ს, ,,რომპეტროლ საქართველო“-ს, ,,სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი”-ს, ,,ლუკოილ-ჯორჯია”- ს, ,,სან პეტროლიუმ ჯორჯია“- ს ავტოგასამართი სადგურებიდან აიღეს.

fortuna.ge