LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანისაც შეუტიეს: ფიფას პრეზიდენტს ფულის ფლანგვას ედავებიან

25

მსოფლიო ფეხბურთში რაღაც ხდება.
ჯანი ინფანტინოს მიმართ გამოძიება დაიწყო ფიფას სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის გამო.
საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტით ეთიკის კომიტეტი დაკავდა.

პირადი მიზნებით ფულის ფლანგვაში მოსკოვსა და დოჰაში აპრილის ვიზიტებიც შედის. ამის შესახებ Frankfurter Allgemeine Zeitung წერს.

ივნისის დასაწყისში შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა ციურიხის ოფისში ჩხრეკა ჩაატარეს, მაგრამ მაშინ ინფანტინო კორუფციაში ეჭვმიტანილთა შორის არ შედიოდა. ძიება ექს ხელმძღვანელებს – პრეზიდენტ ზეპ ბლატერს და გენმდივან ჟერომ ვალკეს ეხებოდა.
იანვრის შუა რიცხვებში ვალკე თანამდებობიდან გააგდეს. პროკურატურამ კი მის მიმართ საქმე აღძრა.

სწორედ კორუფციულმა სკანდალმა შეიწირა მაშინ ჯერ კიდევ ფიფას და უეფას მოქმედი პრეზიდენტები: ბლატერი და პლატინი და მერე თითქოსდა საქმეც ჩაცხრა, მაგრამ როგორც ჩანს, ვიღაც მაინც არ ისვენებს. რა მიზნებს ემსახურება და ვის ბოსტანში ნასროლ ქვას ნიშნავს ინფანტინოს შევიწროება, ალბათ ამას დრო გამოაჩენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები