შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლის შედეგად მოკლულია ერთი, ხოლო დაჭრილია ორი ადამიანი.
უწყებაში აცხადებენ, რომ მკვლელობაში სავარაუდო ეჭვმიტანილი პირი იდენტიფიცირებულია.
ამ წუთებში შემთხვევის ადგილი შემოსაზღვრულია, ადგილზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. იქვე იმყოფება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ მათ 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგონეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.