LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორი იქნება ახალი iPhone 7 და iPhone 7 Plus

48

iPhone 7 და iPhone 7 Plus-ი ტრადიციულად 2016 წლის შემოდგომაზე, სექტემბერში გამოჩნდება მსოფლიოს ასპარეზზე.

მანამდე კი ცნობილია რომ ახალი დივაისები დამზადებული იქნება ტრადიციული მატერიალით – მეტალის კორპუსით. გამოყენებული იქნება ეკრანის დაცვა – Corning Gorilla Glass-ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც სულ ეხლახანს შეიმუშავა უკაწრავი შუშის მწარმოებელმა კომპანიამ.

მოწყობილობის სტანდარტული საცალო ფასი თავდაპირველად დაიწყება სავარაუდოდ 799$-დან, რაც თანდათანობით შემცირდება. გავრცელებული ინფორმაციით, სამწუხარო სიახლე: iPhone-ის საფირმო Home Button-ი ახალ მოწყობილობაში უკვე აღარ იქნება, ვისაც ფიზიკური ღილაკი მოსწონდა, უდავოდ გულდაწყვეტილი იქნება ამ დეტალს გაქრობის შემთხვევაში. შემცირდება iPhone-ის წონაც რამდენიმე გრამით, ხოლო მისი ბატარეის ხანგრძლივობა რამდენიმე ასეული mAh-იც იქნება გაზრდილი. ახალი iPhone-ის ზომები შეადგენს 67.12×138.3 მმ-ს.

მკვეთრად საგულისხმო სიახლეა ახალი iPhone-ის კამერისა და ჩიპსეტის ხარისხიც. ინფორმაცია, რომელიც არაოფიციალურად გავრცელდა შემდეგნაირად გამოიყურება: ახალი აიფონი აღჭურვილი იქნება ორ ლინზიანი კამერით, რომელიც ვირტუალური რეალობისა თუ ახალი სტილის ფოტოების გადაღებისთვის იქნება გამიზნული, ჩიპსეტი იქნება ახალი თაობის 2nd- gen – 64 – bit architecture -ზე დამზადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები