LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩხაიძე სააკაშვილზე: გონება არ დაუკარგავს – მის „ლუქს“ პალატაში არც რკინის მაგიდა დგას და არც გარეგანი დათვალიერებით აღენიშნება დაზიანება

159
fot (4)

კლინიკა „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ სამედიცინო პერსონალი საქართველოს მესამე პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდს არ ადასტურებს. როგორც ზურაბ ჩხაიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა, ამას თავად პაციენტი აცხადებს.

„ბეწვზე გადავურჩი სიკვდილს…“ – რას წერს მიხეილ სააკაშვილი

ამასთან, ზურაბ ჩხაიძე უარყოფს მიხეილ სააკაშვილის ოთახში რკინის მაგიდის არსებობას.

„რაც შეეხება გუშინდელ ეპიზოდს, შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ეს პაციენტის გადმოცემით ვიცით. როგორც მან აღნიშნა, ადგილი ჰქონდა ვარდნას, მაგრამ სამედიცინო პერსონალის მიერ ეს არ დასტურდება, არც საშუალო მედპერსონალის და არც ექიმის მიერ. საშუალო მედპერსონალმა ნახა, ასევე ექიმებმა. როგორც მორიგე პერსონალი გადმოსცემს, გონების კარგვა არ ყოფილა. პაციენტის გადმოცემით გონების კარგვა იყო. ამიტომ, მე ამას ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.

რაც შეხება რკინის მაგიდას, პაციენტი „ლუქს“ პალატაში იმყოფება და რკინის მაგიდა იქ ფიზიკურად არ დგას, იმ სივრცეში არ არის. გარეგანი დათვალიერებით არავითარი დაზიანების კვალი არ არის, არ ეტყობა. მაგრამ კანონიერად ხდება ვიდეოს ჩაწერა 24 საათის განმავლობაში, არსებობს კამერები და შეგიძლიათ მიმართოთ პენიტენციურ სამსახურს“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

კითხვაზე, გაავრცელებს თუ არა კლინიკა „ვივა მედი“ ამ კადრებს, ზურაბ ჩხაიძემ განმარტა, რომ ეს მათზე არ არის დამოკიდებული.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას, მანვე განმარტა, რომ ექსპრეზიდენტის კლინიკური მიმდინარეობა ამ დღეების განმავლობაში არ შეცვლილა.

„ყველა პარამეტრი, იქნება ეს ჰემოდინამიკური თუ რესპირატორული მაჩვენებლები, არის ნორმის ფარგლებში“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები