LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს – NDI

132
ემიგრაცია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს კვლევის თანახმად, ყოველი მეექვსე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქვეყნის დატოვების სურვილი შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ახლა იგივე ან ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე ხუთი წლის წინ. „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და ახალგაზრდები უფრო მეტად ამბობენ, რომ 5 წლის წინანდელთან შედარებით ახლა მეტი ფინანსური შესაძლებლობები აქვთ.

კვლევის თანახმად, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. ქართული ოცნებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს/გადაუწყვეტელ ამომრჩევლებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება შეინიშნება.

 

NDI – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები