LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქალისთვის რეკომენდებულ გამოკვლევებში დაზღვევით 532 ლარი გადავიხადე… ვისაც დაზღვევა არ აქვს, იმან რა უნდა ქნას? სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!“ – ბაია პატარაია

203
ბაია პატარაია

უფლებადამცველი ბაია პატარა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ქალისთვის რეკომენდებულ გამოკვლევებში დაზღვევით 500 ლარზე მეტი გადაიხადა. ბაია პატარაიას აინტერესებს, რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომელთაც დაზღვევა არ აქვთ და ყოველთვიურად საშუალო ხელფასს იღებენ.

უფლებადამცველი წერს, რომ „სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!“.

„დღეს ვიყავი ექიმთან, არაფერი განსაკუთრებული, წელიწად-ნახევარში ან ორ წელში ერთხელ ვიკეთებ იმ გამოკვლევებს, რომელიც რეკომენდებულია რომ გაიკეთოს ქალმა: ფარისებრი, მკერდი და საშვილოსნო, ექოსკოპიები, პაპტესტი, ანალიზები რომ გამორიცხო ონკოლოგია და გადაამოწმო. მოკლედ, რაც საჭიროა რა. იცით რა გადავიხადე მხოლოდ ამ გეგმურ გამოკვლევებში?

532 ლარი!!!

შოკში ჩავვარდი. მე რა მიჭირს, ხალხო, დაზღვევა მაქვს. ვისაც დაზღვევა არ აქვს, იმან რა უნდა ქნას?

და მკურნალობა თუ დამჭირდა, ის რა თანხაზე ავა?

სიგიჟე ხდება ამ ქვეყანაში!

წარმოუდგენელია უკვე აქ საშუალო ხელფასით არსებობა“, – წერს ბაია პატარაია.

 

დღეს ვიყავი ექიმთან, არაფერი განსაკუთრებული, წელიწადნახევარში ან ორ წელში ერთხელ ვიკეთებ იმ გამოკვლევებს, რომელიც…

Posted by Baia Pataraia on Tuesday, 2 May 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები