LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინელები კონტრშეტევის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავენ” – ენტონი ბლინკენი

136
ენტონი ბლინკენი

უკრაინელები კონტრშეტევის დაწყებას უახლოეს დღეებში გეგმავენ, – აღნიშნულის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა Fox News-სთან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, „უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე, ეს მოლაპარაკებების დაწყების საუკეთესო და სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი ხერხია”.

„რუსეთი უკვე წარუმატებელი იყო, რადგანაც ისინი თავდაპირველად ცდილობდნენ, უკრაინის წაშლას რუკიდან. ცდილობდნენ შეეყვანათ იგი რუსეთის შემადგენლობაში და გაენადგურებინათ უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მათ არ გამოუვიდათ და ისინი წარმატებას ვერ მიაღწევენ. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები ფიქრობენ კონტრშეტევას უახლოეს კვირებში.

ვნახოთ, რა მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე…ეს არის საუკეთესო და სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი ხერხი, შევუდგეთ ნამდვილ მოლაპარაკებებს, რასაც შეუძლია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება”, – განაცხადა ბლინკენმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები