LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მანანა არჩვაძე-გამსახურდიას შესაძლოა დედობის უფლება ჩამოართვან – რატომ ამბობენ ძმები გამსახურდიები უარს დედაზე და რა მტკიცებულებები ახლავს სასამართლოში შეტანილ სარჩელს

2053
BeFunky-collage - 2023-05-02T231932.439

საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მეუღლეს, მანანა არჩვაძე გამსახურდიას შესაძლოა დედობის უფლება ჩამოართვან.

როგორც გიორგი გამსახურდიას ადვოკატი „რუსთავი 2-თან” საუბარში აცხადებს, მორალური და ფსიქოლოგიური წნეხის გამო, ძმებმა გამსახურდიებმა სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ სასამართლოში შეტანილ სარჩელს თან ერთვის არაერთი მტკიცებულება, მათ შორის ცოტნე გამსახურდიას მიერ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული წერილები, სადაც ის მანანა არჩვაძეს გამსახურდიების ოჯახის განადგურებაში ადანაშაულებს.

ასევე ცნობილია, რომ სამწლიანი მკურნალობის შემდეგ, ცოტნე გამსახურდია ახლაც წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრშია და დედის გადაწყვეტილებით, კოლხურ კოშკში დაბრუნებას ვერ ახერხებს.

„გიორგი გამსახურდიამ გადაწყვიტა, რომ ამ სარჩელით დედობის უფლება ჩამოართვას ქალბატონ მანანა არჩვაძეს. მისი მდგომარეობა მეტად რთულია. თითქოს დაუჯერებელია, რომ შვილი დედისთვის დედობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს. არსებობს მტკიცებულებები, რომელიც ქალბატონი მანანას მხრიდან შვილებზე ზემოქმედებას ადასტურებს. უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში, მას შვილების არც ქონებრივ და არც სხვა სახის უფლებებში ჩარევა აღარ შეეძლება”, – აცხადებს ადვოკატი.

როგორც ცოტნე გამსახურდიას მეუღლე მედიასთან საუბარში აღნიშნავს, საზოგადოებამ იმის ნახევარიც არ იცის, რაც სინამდვილეში ხდება.

„უპრეცედენტო სარჩელს, მოპასუხის უპრეცედენტო საქციელი განსაზღვრავს. მე-4 წელია ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ. ეს უნდა დამთავრდეს. საზოგადოებამ იმის ნახევარიც არ იცის, რაც სინამდვილეში ხდება. ამ სარჩელის შეტანა არავის ეხალისებოდა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს”, – საუბრობს ანა ჯაბაური.

მანანა არჩვაძის შვილებთან დამოკიდებულებაზე საუბარია კონსტანტინე გამსახურდიას მიერ ახლახან გამოცემულ წიგნშიც, სადაც პირველი პრეზიდენტის და მისი ოჯახის შესახებ დღემდე ბევრისთვის უცნობი დეტალებია აღწერილი.

„ჩემი ძმები საკმაოდ მძიმე პირობებში გაიზარდნენ. ეს ქალბატონი ყოველგვარ ზღვარს გადავიდა, ადგილი აქვს უზნეო ქმედებათა მთელ კასკადს და ეს არის კოშმარი, რომელიც არ სრულდება”, – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

„სამწუხაროდ, განსაცდელი ყოველთვის მარტო არ მოდის.. მძიმე დელტა შტამს გადავრჩით თავის დროზე, ომიკრონით დავინფიცირდით“ – როგორია ცოტნე გამსახურდიასა და ანა ჯაბაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა

„ცოტნე ყოველთვის ელოდება. მერე მარტო ვტოვებ ძმებს და უჩუმრად საუბრობენ..“ – რას წერს ანა ჯაბაური

სააპელაციომ ცოტნე გამსახურდიას საქმეზე მსჯავრდებულების განაჩენი ძალაში დატოვა

ვიდეო: „ვაზის ნერგებიდან მოყოლებული, თუ რამისთვის ჰქონდა ცოტნეს ხელი მოკიდებული, მანანამ ყველაფერი დაწვა” – რას ჰყვებიან კოლხური კოშკის მეზობლები