LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილი მამა: ჩემი შვილი „ქოლ-ცენტრის“ საქმეს შეეწირა, სუს-მა მო­მიკ­ლა

1558
ჯუმბერ ბაჩალიაშვილი

„ჩემი შვი­ლი „ქოლ – ცენ­ტრის“ საქ­მეს შე­ე­წი­რა – სუს-მა მო­მიკ­ლა შვი­ლი“, – ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი პროგ­რა­მის­ტის თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მა­მამ, ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

როგორც მან ჟურნალისტებს უთხრა, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა, გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე, თა­ვად უთხრა, რომ საქ­მე „ქოლ – ცენ­ტრს“ ეხე­ბო­და.

„ღამე ცუდად მძინავს და მისი სახე დღემდე თვალწინ მიდგას...არ მინდა ეს ტვირთი მარტო მე ვატარო” - რას ჰყვება ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილი გამომძიებელი

ყოფილი პროკურორი სერგო შუბითიძე „შაბათის ფორმულასთან” თამარ ბაჩალიაშვილის საქმის აქამდე უცნობ დეტალებზე საუბრობს

ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლის მისი შვი­ლის საქ­მის ხე­ლა­ხალ გა­მო­ძი­ე­ბას მკვლე­ლო­ბის მუხ­ლით ითხოვს:

„შე­კე­რი­ლი საქ­მეა, რა თქმა უნდა, და­წყე­ბი­დან გა­ყალბ­და ეს საქ­მე. ხე­ლახ­ლა გა­მო­ძი­ე­ბა მკვლე­ლო­ბა­ზე უნდა და­ი­წყოს. რა­საც სერ­გო შუ­ბი­თი­ძე იძა­ხის, სი­მარ­თლეა. ასე­თი ხალ­ხი კი­დევ არი­ან, კი­დევ გა­მოჩ­ნდე­ბი­ან. ახლა უკვე და­ი­წყო ეს ტალ­ღა, მოვ­ლენ და მოვ­ლენ.

„ქოლ-ცენ­ტრის“ საქ­მეს შე­ე­წი­რა ჩემი შვი­ლი. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კუ­რი­რებ­და. ლი­ლუ­აშ­ვი­ლი ვის და­ვა­ლე­ბას ას­რუ­ლებ­და, ეს მერე გა­მოჩ­ნდე­ბა. სუს-მა მო­მიკ­ლა შვი­ლი, ეს ნაღ­დია.

გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ერთი თვით ადრე მი­თხრა, მე ვიცი, რომ ლი­ლუ­აშ­ვი­ლი კუ­რი­რებს ამ საქ­მე­სო. მამა, რა­ღა­ცას მი­ზა­მე­ნო ასე იძახ­და. ასე უცებ ვერ დავ­ტო­ვებ ამ სამ­სა­ხურ­სო.“ – გა­ნა­ცხა­და ჯუმ­ბერ ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა.

„ტელეფონში ყველაფერი წაშლილია, აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება მკვლელობის მუხლით” – ბაჩალიაშვილის დედა

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 23 წლის პროგრამისტი, თა­მარ ბა­ჩა­ლი­აშ­ვი­ლი 2020 წლის 18 ივ­ლისს გა­უ­ჩი­ნარ­და. რამდენიმე დღიანი ძებნის შემ­დეგ, თეთ­რი­წყა­როს ტყე­ში, იგი სა­კუ­თარ მან­ქა­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბის თანახმად, ბა­ჩა­ლი­აშ­ვილ­მა სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა, საქ­მე კი და­ი­ხუ­რა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ „შაბათის ფორმულასთან“ თვითმკვლელობის ვერსიის არსებობაში ეჭვი გამოთქვა, პროკურატურამ მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო