LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აისახება თუ არა კვება სახის კანზე – სილამაზის აკადემია

6
ნანა-წულუკიძე

აისახება თუ არა კვება სახის კანზე – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატო-კოსმეტოლოგმა ნანა წულუკიძემ ისაუბრა.

როგორი უნდა იყოს სახის მოვლის რუტინა?

ბევრ ქალბატონს ჰგონია რომ უნდა ესტუმროს კოსმეტოლოგიურ  კაბინეტს და შეიცვალოს სახის ფორმები. ეს არ არის სწორი, რადგან სახის კანის სტრუქტურას სჭირდება გამოჯანმრთელება პირველ რიგში. უნდა დავიწყოთ დატენიანებით ან ცხიმიანი კანზე ცხიმის გამოყოფის რეგულაციით.

უნდა შეიცვალოს თუ არა კვების ფაქტორი?

დიახ, პარალელურად უნდა შეიცვალოს კვების ფაქტორიც.

ზამთრის გამოყოლილი სტრესები, ჭამის არეული რეჟიმი და უმოძრაობა აისახება ჩვენს კანზე. გაზაფხულზე

ალერგული ფონიც მძაფრდება, ამიტომ უნდა მოხდეს ორგანიზმის დეტოქსიკაცია და პარალელურად სახის მოვლაც.

მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება რეზულტატი.

რა პროდუქტები უნდა იყოს გათვალისწინებული ჩვენს კვებაში?

დილით აუცილებელია ნახშირწყლების მიღება, შეგვიძლია მივირთვათ შვრია, შემდგომი კვება უნდა იყოს დატვირთული ცილებით, საღამოს სასურველია რძის პროდუქტების მიღება.

კვებისა და ალერგიული ფონის დარეგულირების შემდეგ, კანზე აისახება ცვლილებები, შესაბამისად, უკვე შეგეძლებათ კონსტრუქციული ცვლილებების ჩატარება კანზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები