LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა

138
BeFunky-collage - 2023-04-29T225634.429

„ვივამედის” კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მესამე მკურნალ ექიმზეც უარი განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილი მათ რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და საკვები რაციონის უხეში დარღვევა ხდება.

„საკმარისია, რომ ექიმმა, ეს იქნება მკურნალი ექიმი თუ მორიგე, გააკეთოს რაიმე ობიექტური განცხადება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომ მაშინვე მიუღებელი ხდება პაციენტისთვის და ის გამოხატავს უკმაყოფილებას და წყვეტს ამ ექიმთან ურთიერთობას. ეს არის უკვე მესამე შემთხვევა, მესამე ექიმი, რომელზეც პაციენტი აცხადებს უარს.

რაც შეეხება საკვების მიღებას, რა თქმა უნდა, ეს რჩება დიდ პრობლემად, რადგან ისევ არ ხდება გათვალისწინება ჩვენი რეკომენდაციის და შესაბამისად, ხდება საკვები რაციონის უხეში დარღვევა. ტემპერატურული რეაქცია არ აღენიშნება პაციენტს, რაც შეეხება აწონვას ორშაბათს არის დაგეგმილი, გუშინ და ამ დღეებში მან უარი განაცხადა აწონვაზე”, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები