LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოლოდინია, რომ წლის ბოლოს $1-ის ღირებულება დაახლოებით ₾2.60 იქნება“ – ვახტანგ ბუცხრიკიძე

123
ბუცხრიკიძე

თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის აზრით, 2023 წლის ბოლოსთვის 1 დოლარის ღირებულება დაახლოებით 2.60 ლარი იქნება. ვახტანგ ბუცხრიკიძე ბოლო პერიოდში ლარის გამყარების რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს.

„ბოლო პერიოდში ლარი მნიშვნელოვნად მყარდება. ამას რა თქმა უნდა, ერთი ფაქტორი არ გააჩნია, რამდენიმე ფაქტორია. არის უცხოური ვალუტის შემოდინების ფაქტორები, რომლებსაც სხვადასხვა წყაროები აქვს. ქვეყანაში ექსპორტის ზრდის ძალიან კარგი დინამიკაა – ეს ერთი ფაქტორი, მეორე – გრძელდება გზავნილების ზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან, რომელიც მნიშვნელოვნად ზრდის უცხოური ვალუტის შემოდინებას. ტურიზმში არის კარგი ტენდენციები, მიგრანტებიდან უცხოური ვალუტით მიღებული შემოსავლები იზრდება. ეს ყველა ფაქტორი კი ლარის გამყარებაზე სწორ გავლენას ახდენს.

რა თქმა უნდა, რთულია და სწორი არ იქნება, რომ ზუსტად განვსაზღვროთ რა იქნება კურსი, მაგრამ ჩვენი ეკონომისტების მოლოდინია, რომ წლის ბოლოს, დოლართან კავშირში, ლარის კურსი დაახლოებით 2.60 იქნება“, – განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

 

წყარო: ბიზნეს ფორმულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები