LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BMW M2-ის მოდიფიცირებულ ვარიანტს M4-ის ძრავი ექნება

58

შვეიცარულმა ატელიემ ’’Dahler Design & Technik’’, კუპის M2-თან დაკავშირებით, სიახლეები დააანონსა. BMW M2-ის ახალი მოდიფიცირებული ვერსია აღიჭურვება ძრავით, რომელიც მასზე ძველ მოდელს M4-ს ჰქონდა.

ახალ ავტომობილს ექნება სამლიტრიანი ტურბო ძრავი, რომელიც გამოირჩევა 370 ცხენის ძალით და აქვს 465 ნ/მ ბრუნვის მომენტი. ნულიდან ას კილომეტრამდე საათში M2 მოდიფიცირებული ძრავით M4-ს რამდენიმე წამით ჩამორჩება. ჩვეულებრივი M2-ის ძრავი ავითარებს ას მეტრს 4.3 წამში, ხოლო M4 4.1 წამში.

გარდა ამისა, კუპემ მიიღო სპეციფიკური განათების სისტემა და 15.7 დიუმიანი დისკები. ამ ეტაპისთვის განახლებული მოდელის ფასი სამწუხაროდ უცნობია. რაც შეეხება ლოკალურ ბაზარს, – შვეიცარიაში, სტანდარტული M2-ი 69 ათასი ფრანკი ღირს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები