ახალი მოდელი აღჭურვილი იქნება 4 ცილიდნრიანი ტურბო 2 ლიტრის ტევადობის ძრავით, რომელიც იქნება 296 ცხენის ძალის სიძლიერის. ავტოექსპერტების აზრით, მისი ფასი დაახლოებით 33-35 ათას ევრო იქნება. მოდელის გაძლიერებული სამუხრუჭე მექანიზმი, რომელიც ახალი საჭის სისტემასთან ერთადაა წარმოდგენილი, აღნიშვნას ნამდვილად იმსახურებს. შესაძლოა, განსხვავებული დეტალებითაც იქნეს აღჭურვილი. მაგალითად, 5 ცილინდრიანი აგრეგატით, რომელიც 367 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და რომლითაც Audi-ს სხვა მოდელი Audi RS3 Sportback იყო აღჭურვილი. კროსოვერი მიიღებს მთლიან სამართავ სისტემას Quattro-ს.
მსოფლიო ავტობაზარზე მოდელი 2017 წლის ბოლოს ან 2018 წლის დასაწყისში გამოჩნდება. მანამდე კი კომპანიის წარმომადგენლები ელოდებიან მასის ტესტს, რომელიც მგზავრების უსაფრთხოების ერთგვარი გარანტია იქნება.
ამ ეტაპზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოდელები სეგმენტით SUV არიან ძალიან მოთხოვნადი და სწორედ ამიტომ ბევრი ავტომწარმოებელი ცდილობს სწორედ ამ ნიშნით ახალი მოდელების აგებას. ევროპისა და ამერიკის ავტობაზარზე აღნიშნულ მოდელს უდიდესი მოლოდინით ელოდებიან.