LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

5 სერიის ახალი BMW-ს მართვა მზერითაა შესაძლებელი

144
bmw

ახალი BMW 5 სერია სავალი ზოლის შეცვლას სარკეში ერთი ჩახედვით შეძლებს. ამჟამად ასეთი შესაძლებლობა მხოლოდ ავტოპილოტის სისტემას აქვს. ახალი ტექნოლოგია მერვე თაობის „ხუთიანებში“ და ელექტრონულ i5-ებში გაჩნდება. შემდეგ კი მას 7 სერიის სედანების და უფროსი კროსოვერების ოფციების სიაშიც დაამატებენ.

როგორც ცნობილია BMW i5 ელექტროქარი eDrive-ის სისტემას და ინოვაციურ ელემენტს მიიღებს. იგეგმება ასევე ვერტიკალური გადაადგილების სისტემის დებიუტიც. სისტემა გზაზე არსებული მოძრაობის პირობებს ითვალისწინებს და გადაწყვეტილებებს ამის მიხედვით იღებს, აქამდე კი სტანდარტული მათემატიკური მოდელი გამოიყენებოდა. ალგორითმი მრავალ ფაქტორს ითვალისწინებს, დაწყებული სიჩქარით, საბურავის ბრუნვით თუ საჭის მოხვევის კუთხით.

I5-ის სხვა საინტერესო სიახლე გახდება ავტომატური მართვის შესაძლებლობა და პარკინგი. სისტემა წინ მიმავალ ავტომობილებთან დისტანციას იცავს, ხედავს გზაზე ხაზებს და გვერდით ზოლში გადაჯგუფება დამოუკიდებლად შეუძლია.

ახალი BMW 5 Series წარმოება ზაფხულში დაიწყება, ბაზარზე დებიუტი კი ოქტომბრის თვისთვისაა დაგეგმილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები