ხერსონში უკრაინელი ჟურნალისტი მოკლეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, უკრაინელი რეპორტიორი იტალიელ კორესპონდენტს უკრაინის ომის გაშუქებაში ეხმარებოდა, რა დროსაც ხერსონის გარეუბანში სნაიპერის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა.
როგორც BBC-ი იუწყება, იტალიელი ჟურნალისტი მხარში დაიჭრა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
აღსანიშნავია, რომ ორივე ჟურნალისტს ეცვა ტყვიაგაუმტარი ჟილეტი, რომელზეც ეწერა, რომ ისინი ჟურნალისტები იყვნენ.