Mercedes-Benz წარმოადგენს E-Class-ის უახლეს თაობას, ინდექსით W214. შტუტგარტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოდელი თავის თავში ყოველთვის აერთიანებდა კლასიკურ მიდგომას, უახლეს ტექნოლოგიებს და დიზაინერულ რევოლუციას. ასე მოხდა ამჯერადაც: E-Class წარადგინეს დევიზით – „ხიდი ტრადიციებსა და გაციფრულებას შორის“.
რაც შეეხება დიზაინერულ რევოლუციას, ამჯერად თითქოს არაფერი მომხდარა. ახალი E-კლასის ვიზუალში სიურპრიზებს არ უნდა ელოდოთ. ფორმულა არ შეცვლილა – კლასიკური პროპორციები, მომრგვალებული ხაზები და ა.შ.
ბუნებრივია, სიახლე ყველა აქტიური თუ პასიური უსაფრთხოების სისტემითაა აღჭურვილი. E-კლასს აქვს ავტოპილოტი, ხედავს შემხვედრ მანქანებს, იცავს დისტანციას წინაღობასთან.
ინოვაციური სისტემები მოძრაობის რეჟიმს, მუსიკას, არომატებს და მასაჟის პროგრამებს მძღოლის ხასიათის მიხედვით არჩევენ.