LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მამა მიშველეო მითხრა…ამის მერე ძალიან ცუდად ვიყავი. მშობელი შვილს უნდა შველოდეს, მაგრამ ვერ ვუშველე” – ბუტა რობაქიძის მამა

367
BeFunky-collage - 2023-04-26T013149.039

2004 წელს მოკლული, 19 წლის ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” სტუმარია, სადაც შვილის დაკრძალვის დღეს იხსენებს.

„დაკრძალვაზე ბოლომდე დასწრება ვერ შევძელი, 1 საათით ადრე წამოვედი, რადგან როდესაც 19 წლის შვილს სადღაც ტოვებ სასაფლაოში, წარმოუდგენელია. საერთოდ წლების განმავლობაში ჩემი ცხოვრება სიზმარი მეგონა და ვფიქრობდი ერთ დღესაც გამეღვიძებოდა. დასაფლავების დროს ვგრძნობდი, რომ ჩემი სხეულიც ბუტასთან ერთად იყო. წამოვედი და არ მიყურებია, როგორ მიაყარეს მიწა. თავში ჩავიდე, რომ რაც არ მინახავს, ის არ არის.

სახლში მოვედი და დაახლოებით 15 წუთი ჩამთვლიმა, ჯერ დასაფლავებულიც არ იქნებოდა, არ ვიცი სიზმარი იყო  თუ რა, „მამა მიშველეო” მითხრა…ამის მერე ძალიან ცუდად ვიყავი. მშობელი შვილს უნდა შველოდეს, მაგრამ ვერ ვუშველე”, – საუბრობს სოსო რობაქიძე.

ცნობისთვის, ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 23 ნოემბერს პოლიციის მიერ გასროლილი ტყვიით მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ის თანხმლებ პირებთან ერთად საპატრულო პოლიციამ გააჩერა და ავტომანქანის ჩხრეკა დაიწყო.

მეორე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის გადაცემა „პატრულში“ ნაჩვენები ვიდეოს თანახმად, რობაქიძე პოლიციელებმა მაშინ მოკლეს, როდესაც ისინი „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ დაკავებას ცდილობდნენ. გადაცემაში ნაჩვენები იყო „კალაშნიკოვის“ ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც, საგამოძიებო უწყების მტკიცებით, რობაქიძისა და მისი მეგობრების მანქანიდან ამოიღეს. პროკურატურის ინფორმაციით, ახალი გამოძიებით, რომელიც 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს არ დადასტურდა.

წინა ხელისუფლების პირობებში, საქმის განხილვა 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2006 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ საპატრულო პოლიციის ყოფილ თანამშრომელს გრიგოლ ბაშალეიშვილს ამირან რობაქიძის გაუფრთხილებლობით მკვლელობის ბრალდებით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები